***

ჩემი ცა მოღრუბლულია
და მე ვგრძნობ ვარსკვლავების ტკივილს
ძლიერ წვიმაში.

ვხედავ,
როგორ ფეთქდება ადამიანის გული.

ტკბილია ეს დაძაბულობა.
მჭირდება ამღვრეული სისხლი,
შენი სიყვარულისთვის.

და გწერ…

გწერ თვალდახუჭული,
რომ თვალუწვდენელ მინდორში მიფრინავს უცხო ფრინველი.

რომ არა ეს უემოციო სახეები,
რას განვიცდიდით?
რომ არა ეს სიძულვილის რეჟიმი,
როგორ შეგვიყვარდებოდა?

ჩემი ცა მოღრუბლულია
და მე ვგრძნობ ვარსკვლავების ტკივილს
ძლიერ წვიმაში.

ვხედავ,
როგორ ფეთქდება ადამიანის გული.

ძლიერია ბორკილები,
სქელია ცხოვრებაზე გადაფარებული ბაკანი,
მაგრამ შენი თმაა გაშლილი,
შენი მხრებია თხელი.

ორი კბილის ჯაგრისი ჩემს აბაზანაში
და სულერთია,
ვინ გრძნობს თავს არაკომფორტულად ჩვენი ერთად ყოფნით.

შენი მარადიულად მწუხარე თვალები
მაიძულებენ
შემწყნარებელი ვიყო.

შენი თითები ჩემი გულივით თბილია,
შენი გულივით თბილია ჩემი თითები.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s