***

როცა სახლიდან გავდივარ,
ვინ რჩება ჩემს ოთახში?

ვინ დადის წინ და უკან,
ერთი კედლიდან მეორისკენ
და პირიქით,
გაუთავებლად?

ვინ წვება იატაკზე გულაღმა
და ჭერზე წვიმისგან დახატულ ჩიტებს
საკუთარი ქუთუთოების ქვეშ ვინ ემალება?

როცა ამ სახლიდან სამუდამოდ გავალ,
შეძლებს კი ჩემს მაგივრობას?
შეძლებს?

შეძლებს აიღოს ეს ყვითელი ფურცელი
და თუნდაც ერთი ასო მოხაზოს?

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s