მივტრიალდეთ

შენში სინათლეა ჯერ არგაგონილი,
ჩემკენ ძველებურად მსხვილი წვიმებია.

მიდის ეს ცხოვრება ისევ ჟარგონულად,
ძვლებში ტკივილები იმტვრევინებიან.

ჰოდა,
განგებასთან ახლა კვლავ ვთავხედობ,
რა ვქნა,
ჭრილობები მინდა გამიმთელდეს.
მინდა შენს თვალებში ისე ჩამახედო,
გულზე რაღა ვთქვა და
სულშიც გამითენდეს.

წუხელ შენი სუნთქვა ვთვალე ათასამდე,
ცაზე ვარსკვლავია ალბათ მილიარდი…

მოდი,
მომეკარი,
სანამ დაგვთარსავდეს
ვინმე ართვალი და
ზურგით მივტრიალდეთ
ყველა ამქვეყნიურ დავიდარაბისგან.

ნაღდად სიკვდილია დგომა ამდაგვარი.

სანამ გვიმუხთლეს და ბედთან დაგვაბიზღეს,
ჩვენთან მოსასვლელი მოვჭრათ გზა და კვალი.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s