***

თეკლას

მოწევა მინდოდა და ამიკრძალეს.
ყველაფრის თქმა დავაპირე და წიხლებით შემდგნენ.
მარტო დარჩენა ვითხოვე და – არა,
ყველგან ესენი არიან.

ყოველდღიურად (სულ ცოტა)
ასიათასობით ღმერთი დადის ქუჩაში,
ალბათ ამიტომ ვკარგავ ადამიანის სახეს.

შენ ყოველთვის უჩემოდ გაძინებენ
და მეც შენს ყველა სიზმარში მოვდივარ.
ზოგჯერ მეუბნებიან, რომ დაგესიზმრე.

ყოველ დილით,
სახლიდან გასული,
უახლოეს ნაგვის ბუნკერში ვაგდებ ჩემს სიყვარულს,
მაინც არავის სჭირდება.

შენ უნდა იცოდე, როგორ მაკლიხარ.

შენ უნდა იცოდე, რომ ვარსკვლავებს არ ვწყვეტ,
მაგრამ როცა სახლში ვბრუნდები,
თვალებს ვხუჭავ,
ჩემი ბნელი ოთახის
ოთხივე კუთხეში დაყრილ ფურცლებს,
ცეცხლი რომ არ მოეკიდოს.

ჩემი ჯვარია მოუსვენრობა.

დავივიწყე,
რაც შეიძლება მოხდეს.

მხოლოდ შენს მომავალს ვუფრთხილდები,
ძალიან ვუფრთხილდები,
თვალებს არ ვახელ,
რომ ნათელი დღეები გადაგირჩინო.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s