***

ზოგჯერ,
რომ გადარჩე,
ისიც საკმარისია
ადგე და წყლის ნაცვლად არაყი დალიო,
მოკლემკლავიანი მაისურის ნაცვლად გრძელსახელოიანი ჩაიცვა,
თმა აიჩეჩო,
წვერი მოუშვა
და ასე…
უბრალოდ,
რაღაც უნდა შეცვალო,
ძველებურად აღარ გაგრძელდე.

ხვალ იქნება თუ ზეგ,
ყველა მოკვდება,
დღევანდელი დღეც სავსეა მკვდრებით.

არ ვიცი,
შეიცვლება თუ არა ცხოვრება უკეთესობისკენ,
მაგრამ მჯერა,
რომ სხვანაირად შეუძლებელია.

თვალები გაახილე და იოცნებე.
სიკვდილი ქარივით გვიახლოვდება.
იმათ იტირონ,
ვის ცრემლებსაც მრგვალი ფორმა აქვთ,
ვისი ცრემლებიც ყელში გაბმულ მავთულხლართს არ ჰგავს.

როცა გიჭირს,
ვინც შენს გვერდით დგას,
ის არის ღმერთი.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s