***

ყველა დღე თავის ღამეს ელოდება.

ვეღარ მოიწყენს, ვინც აღარ არის.
აწვიმს ჩვენი სახლების სახურავებს.

ფანჯრიდან დანახული თავისუფლება –
ბეღურა ჩიტი მავთულზე.

თავისუფლება –
ვიღაცა ლოთი მიწოლილა ხის ძირში,
ძინავს.

ადამიანები გარბიან, რომ მოიწყინონ,
ადამიანები თავჩაღუნულები გარბიან
და კვდებიან.

ბეღურა ჩიტი დახტის მავთულზე,
ვიღაცა ლოთი სველდება, ლბება.

წვიმს,
რომ შენ გარეთ გამოხვიდე.

ვწერ, რომ ეს სიყვარულია.

ვწერ,
რომ დღევანდელი დილა გუშინდელი ღამე აღარ არის.

მე დრო არ მჭირდება.
მე ვიქნები შენთან ყველა ბრძოლაში.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s