***

მინდა ყველა დავამშვიდო –
მე არ ვარ
ამ ცხოვრების დღესასწაულზე დაპატიჟებული.

მაინც რაღაცნაირად ვგრძნობ თავს ყველგან,
ქერქგაცლილი ხე რომ გინახავთ – ისე.

არ მაქვს არანაირი პრეტენზია
არანაირ სტატუსზე,
მითუმეტეს,
თუ ეს ყველაფერი ლიტერატურას უკავშირდება.

პოეტი
ზემო ქუჩაზე მცხოვრები ჩემი უბნელია,
იმდღეს რომ მითხრა,
ჩვენი ყოფნა ის არის, თუ დაფიქრდები, არყოფნა რომ სჯობს
და ღმერთს რომ არ შევცოდო, არ ვფიქრობო.

მერე რა,
რომ არავითარი ასეთი უბნელი არ არსებობს.
მერე რა,
რომ მისი ყოფნა მე მოვიგონე.

Leave a comment