***

ამ ქვეყანაში,
სადაც სიღარიბის არაოფიციალური ნიშნული
სამოცდაათ თეთრზე დგას.
(მეგობრებო,
ნურასოდეს ენდობით ოფიციალურ ინფორმაციას.)

სადაც ჩვეულებრივ ნაცრისფერია ყველაფერი,
წვიმა თოვლში ერევა
და სადგომებისკენ მიერეკება ყველას.

სადაც მთავარი შეკითხვებია –
როდის დაიბადე
და როდის აპირებ სიკვდილს.

სადაც არავინ არის გულწრფელი
და შესაბამისად,
აზრი აქვს დაკარგული ყველაფერს.

სადაც ყველა ფიქრობს – “როგორ”
და არავის მოსდის თავში – “რატომ”.

ქვეყანაში,
სადაც ცდილობენ ახალი ამერიკა აღმოაჩინონ
და დაკარგული აქვთ საკუთარი მიწები.

ჩვენ მოულოდნელად შევეჯახეთ ერთმანეთს
და თვალებში გამოვიხედეთ.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s